სალომე ზურაბიშვილმა იცის, როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დაპირისპირებულები არიან - გია ვოლსკი
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 13:24
სალომე ზურაბიშვილმა იცის, როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დაპირისპირებულები არიან - გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, იცის თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ მარნეულში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ამიტომ, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის - დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა. ჩვენი შვილების მომავალი თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება მთავარი პრინციპის გამო - ეს არის ადამიანის უფლებები. მე, დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულის რაიონის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა, ძალიან სიღრმისეულად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას არამარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონში და მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი . ერთად საქართველოსთვის -ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი", - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
 

ტეგები