ავარია გორში - დაშავებულია ორსული ქალი
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 15:15
ავარია გორში - დაშავებულია ორსული ქალი

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი და ორსული ქალი დაშავდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტეგები