"ჩვენი კანდიდატის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ზუსტადაც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს - გოგი მეშველიანი
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 15:41
"ჩვენი კანდიდატის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ზუსტადაც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს - გოგი მეშველიანი

ჩვენი კანდიდატის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ზუსტადაც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გოგი მეშველიანმა ბოლნისში ამომრჩეველან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენი კანდიდატის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ზუსტადაც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს. მან ჩვენს ოპონენტებს შესთავაზა ევროპული საარჩევნო კამპანია, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ან ვერ, ან ჩემი ვარაუდით უფრო, არ გაიგეს ეს შეთავაზება და მთელი თავისი საარჩევნო მარათონი ააგეს ე.წ შავ პიარ კამპანიაზე, ტალახის სროლაზე, სიბინძურეზე. მე, რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევალ, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ბრძენია. მას თავად შეუძლია საკმაოდ კარგად გაარჩიოს სიმართლე სიყალბისგან და რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არასდროს არ დაუბრუნდება შავბნელ წარსულს. ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ, ხალხმა კარგად იცის, რომ ვერანაირი ნიღაბი, ვერანაირი დანაწევრება ვერ უშველის იმ ძალას, რომელიც იყო შემოქმედი და ავტორი ძალადობრივი ქმედებების. მე ამის მწამს და ამიტომ ვამბობ თქვენი თანდასწრებით", - აღნიშნა მეშველიანმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ტეგები