გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 18:35
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა.

კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემწარადგინა.

„2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად დაფუძნებულია იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელსაც მთავრობასთან ერთად ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.

„2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით, მშპ-ის დეფლატორი დაგეგმილია 3,5%-ის ფარგლებში. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა იქნება 45.1 მლრდ ლარი. 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები, ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 12 611.6 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარით; გრანტები - 266.7 მლნ ლარით; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარით; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა - 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 110.0 მლნ ლარით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − 500.0 მლნ ლარის ოდენობით; საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 105.0 მლნ ლარის ოდენობით; აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები – 130.0 მლნ ლარის ოდენობით; ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან (MFA) (EU) მისაღები სახსრები – 60.0 მლნ ლარის ოდენობით; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1 365.0 მლნ ლარის ოდენობით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით.

მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365.0 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 279.1 მლნ ლარს, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

· ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 240 მლნ. ლარით შეადგენს 3 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 1 048.6 მლნ ლარამდე; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0მლნ; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი, აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7მლნლარს.

· რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 965.0 მლნ ლარი, რაც 139.8 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

· განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 23.7 მლნ ლარით და განსაზღვრულია 1 485.0 მლნ ლარით.

· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 298.1 მლნ ლარი საიდანაც, სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის გამოყოფილია 58.1 მლნ ლარი, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 35.0 მლნ ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 11.0 მლნ ლარზე მეტი; ერთიანი აგროპროექტის დასაფინანსებლად - 89.6 მლნ ლარი, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის-49.0მლნლარი; დანერგე მომავალის დასაფინანსებლად-13.0მლნ. ლარი; სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისთვის - 13.0მლნლარი; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის - 76.7 მლნ ლარი

ტეგები