ევროსაბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ევროსაბჭოში მიღებული სხვადასხვა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს - თამარ ჩუგოშვილი
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 19:25
ევროსაბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ევროსაბჭოში მიღებული სხვადასხვა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს - თამარ ჩუგოშვილი

„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ევროპის საბჭო, როგორც ორგანიზაცია, დაესუსტებინა. რამდენიმე წელია რუსეთს აქვს მცდელობა, რომ თავი აარიდოს სანქციებს, არ შეასრულოს არცერთი ვალდებულება, რომელიც მას აქვს დაკისრებული უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში. გუშინ ევროსაბჭომ რუსეთს ამაზე უარი უთხრა. ევროსაბჭომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ევროსაბჭოში მიღებული სხვადასხვა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და თუ რუსეთს უნდა, რომ დარჩეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, უნდა დაიწყოს ვალდებულებების შესრულება.

„მათი მუქარა, რომ დატოვებენ ევროსაბჭოს, არარეალურია. ვფიქრობ, რომ რუსეთს სჭირდება აღიდგინოს ის ზიანი, რაც წლების განმავლობაში მის რეპუტაციას მიადგა. მთავარია, რომ ევროპის ქვეყნები იყვნენ პრინციპულები, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. გუშინ, მათ დაიკავეს ეს პრინციპული პოზიცია და ამიტომ, მათი გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი“,-აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა. ​

 

ტეგები