"რამე ახალი ხატი გვყავს, აკა მორჩილაძის სახით" - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 21:15
"რამე ახალი ხატი გვყავს, აკა მორჩილაძის სახით" - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპქანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რამე ახალი ხატი გვყავს, აკა მორჩილაძის სახით, რომლის კრიტიკა არ შეიძლება, თუ რაშია საქმე?
კრიტიკა მიხეილ ჯავახიშვილის და დავით კლდიაშვილისაც შეიძლება, აკა მორჩილაძის კი არა.

სიტყვას რაც შეეხება, საშუალო იყო, ჩემი აზრით. არაფრით განსაკუთრებული. არც ცუდი, არც კარგი. შეადარეთ რომელიმე ნობელიანტი მწერლის ნობელის სპიჩს, და მიხვდებით, რა სიტყვაც იყო", - წერს გვარამია ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები