ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 00:06
ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე მაგნიტუდით 6,0 მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები გრინვიჩის დროით 18:44 საათზე დაფიქსირდა.

სტიქიის შედეგად ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში 28 სექტემბერს მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამიც გამოიწვია. სტიქიის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ტეგები