სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა კაცი მე-14 სართულიდან გადავარდა
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 10:15
სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა კაცი მე-14 სართულიდან გადავარდა

თბილისში, ალექსიძის 7 ნომერში, ახალგაზრდა კაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. ინფორმაციას „პირველი“ ავრცელებს.
 
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.