ქალბატონი სალომე, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს - გოდერძი ჩანქსელიანი
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 13:07
ქალბატონი სალომე, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს - გოდერძი ჩანქსელიანი

თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. 

"ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ რაც ეხება არჩევნებს. 2012 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ვატარებთ მეექვსე არჩევნებს. ხუთ არჩევნებში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და ავირჩიეთ ყოველთვის ჩვენთვის რჩეული. ქალბატონი სალომე, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თვენი დახმარებით. მე თვენ მოგიწოდებთ, ყველას, რომ მივცეთ ხმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ჩემი ხმა პირადად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა გოდერძი ჩანქსელიანმა.