Washington Post-ი ქართული ქარვის ღვინის შესახებ წერს
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 14:08
Washington Post-ი ქართული ქარვის ღვინის შესახებ წერს

Washington Post-მა ქართული ქარვის ღვინის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი დეივ მაკინტაიარი აღნიშნავს, რომ ნარინჯისფერი ღვინის ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა ღვინის სამშობლოდ წოდებულ ქვეყანაში, საქართველოში მას ქარვის ღვინოს უწოდებენ, რაც უფრო ზუსტად შეესაბამება ღვინის ფერს.
 
„ნარინჯისფერი ღვინო კავკასიის მთებში მდებარე საქართველოსთან ასოცირდება და სავარაუდოდ ისეთივე ძველია, როგორც თავად ღვინო. საქართველო აცხადებს, რომ ის ღვინის სამშობლოა, უახლესი არქეოლოგიური მტკიცებულებები 8 ათასი წლით თარიღდება. როგორია ნარინჯისფერი ღვინო? მისი დასახელებაც კი სადავოა. ქართველი მეღვინეები მას ქარვის ღვინოს უწოდებენ, რაც უფრო ზუსტად შეესაბამება ღვინის ფერს. როგორც არ უნდა ვუწოდოთ მას, ნარინჯისფერი თუ ქარვის, ის თეთრი ღვინოა.
 
წითელი ღვინის დაყენების ტექნოლოგიის მსგავსად, ქარვისფერი ღვინოც ფერმენტაციის პროცესს დაჭყლეტის შემდეგ ყურძნის მარცვალზე შენარჩუნებული ყურძნის კანით გადის, რაც ღვინოს ქარვისფერ შეფერილობას აძლევს. ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდი, რამდენიმე თვის განმავლობაში მის ქვევრში, მიწაში დაფლულ თიხის ჭურჭელში დაძველებას გულისხმობს“, - წერია სტატიაში.