გირჩი 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 14:18
გირჩი 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას

20 ოქტომბერს დედაენის ბაღში ხალხს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლება,- ამის შესახებ 1tv-ს ეთერში გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ თქვა. ამ გზით პოლიტიკური გაერთიანება გირჩი 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას. 

კითხვაზე, რამდენად არის რისკი მსგავსი ფესტივალის ორგანიზება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და დაზიანდება თუ არა ამ ინიციატივით გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ მათთვის ის უფრო მნიშვნელოვანია მარიხუანის მოხმარების გამო არავინ დაისაჯოს.

"კანდიდატს დააზიანებს თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნების დასრულების შემდეგ გვქონდეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მაშინ დასასჯელი იქნება ფესტივალის ყველა მონაწილე და ამაზე ხელისუფლება არჩევნების წინ არ წავა, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ არჩევნები", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ On.ge-სთან საუბრისას.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ უმსჯელია მარიხუანის მოპოვების გზებზე. შესაბამისად, შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია კვლავ დასჯადია.