ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 17:37
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 12 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6296 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6262 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0034-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0430 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0199 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0231-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4740 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4556 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0184-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4401 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4322 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0079-ით გაუფასურდა.