სიღნაღის მერია და კომპანია ისტორიული გალავნის უნებართვო რეაბილიტაციისთვის დაჯარიმდნენ
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 17:55
სიღნაღის მერია და კომპანია ისტორიული გალავნის უნებართვო რეაბილიტაციისთვის დაჯარიმდნენ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღის ისტორიული გალავნის ძეგლთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - სიღნაღის მერია და გალავანზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ინსტალ +" 12000-12000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში imedinews-ს განუცხადეს.

ბექა ბარამიძის განცხადებით, სიღნაღის მერიას 6-თვიანი ვადა აქვს ახალი საპროექტო დოკუმენტაციის შესამუშავებლად, რომელსაც მოგვიანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წარუდგენს.

"ამის შემდეგ მოხდება მიყენებული ზიანის აღმოფხვრა და სამუშაოების პირვანდელ იერსახემდე დაყვანა. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება", - თქვა ბექა ბარამიძემ.

მანამდე სააგენტოში ამბობდნენ, რომ სიღნაღის მერია ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო 15 000 ლარით დაჯარიმდებოდა.