12 ოქტომბერს ნაძალადევის რაიონში კომპლექსური სპორტული ცენტრი გაიხსნება
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 20:03
12 ოქტომბერს ნაძალადევის რაიონში კომპლექსური სპორტული ცენტრი გაიხსნება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ნაძალადევის რაიონში ახალ სპორტულ ცენტრს გახსნის. 

3247  კვადრატულ მეტრზე განთავსებული ცენტრი სრული დატვირთვის შემთხვევაში 1000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.  

ნაძალადევის სპორტული კომპლექსი მოიცავს:

ჭიდაობის დარბაზს;

კრივის რინგს;

2 საცურაო აუზს (დიდი - 25 მ. პატარა - 15 მ);

ფიტნეს-დარბაზს;

გასახდელებს და სველ წერტილებს;

კაფეს; 

სპორტულ მაღაზიას.

ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები. 

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების  ჩართვას.

მისამართი: ზღვისუბანი; XI მ/რ–ნი;  II კვარტალი;