აშშ-ში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 10:54
აშშ-ში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მაიკლს“ სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 11 წლის ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტიქიის შედეგად ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატები დატბორილია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ორი შტატის 600 ათასზე მეტი აბონენტი.

სტიქიური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატებში.

როგორც ჯორჯიის შტატის გუბერნატორი აცხადებს, ამ სიძლიერის ქარიშხალი შტატში 1898 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

 

ტეგები