ვენაში საქართველოს არქიტექტურული გამოფენა გაიხსნა
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 11:40
ვენაში საქართველოს არქიტექტურული გამოფენა გაიხსნა

10 ოქტომბერს, ვენაში, რინგტურმის საგამოფენო სივრცეში, “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ორგანიზებით, საქართველოს არქიტექტურული გამოფენა – “საქართველო – კავკასიასა და შავ ზღვას შორის” გაიხსნა. გამოფენის მიზანი ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს მრავალფეროვანი არქიტექტურის გაცნობაა და მასში საქართველოს 5 ქალაქში არსებული მნიშვნელოვანი და გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობების ფოტოები არის გამოფენილი.

ქვეყნის არქიტექტურული გამოფენა მეორე ექსპოზიციაა, რომელსაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი საქართველოს შესახებ მართავს. 2016 წელს რინგტურმის საგამოფენო დარბაზმა თბილისის არქიტექტურის გამოფენას უმასპინძლა. წელს კი ჯგუფის ინიციატივით გამოფენის კურატორები დედაქალაქის ფარგლებს გასცდნენ და სხვადასხვა ქალაქები მოიარეს.

„საქართველო – კავკასიასა და შავ ზღვას შორის“ – ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს ვენაში 30 ნოემბრამდე შეეძლება.

ტეგები