ტაქსით მომსახურების ლიცენზია რამდენიმე ათეულმა ქალმა მძღოლმაც აიღო
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 11:48
ტაქსით მომსახურების ლიცენზია რამდენიმე ათეულმა ქალმა მძღოლმაც აიღო

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში ტაქსით მომსახურების 54 ნებართვა ქალ მძღოლებზე გაიცა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მუმლაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზოგადად ტაქსის მძღოლებზე გაცემული ლიცენზიების რაოდენობა 18 030-სს შეადგენს

ცნობისთვის, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. 

ტეგები