საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 11:55
საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.

„გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს. დაუზუსტებელი ცნობით, ის სავარაუდოდ, მოკლულია.

წყარო:ინტერპრესნიუსი

ტეგები