„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა თავის დაწვა სცადა
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 12:43
„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა თავის დაწვა სცადა

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქციას მართავენ. მათი განცხადებით დაზარალებულებს ფინანსური პრობლემები აქვთ, გამოუვალ მდგომარეობაში არიან და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრებიან.

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავის დაწვა სცადა, მაგრამ საწვავით სავსე ბოთლი სამართალდამცველებმა წაართვეს.

აქციის მონაწილეები, „ბავშვთა სამყაროს“ სააქციო საზოგადოებას ხანძარზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ. ისინი დამნაშავეების დასჯას, ზარალის ანაზღაურებასა და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. პროკურატურის ინფორმაციით, შალვა თადუმაძე დაზარალებულებს ოთხშაბათს შეხვდება.

წყარო: იმედინიუსი

ტეგები