საბერძბეთში გარდაცვლილი სოფო წიკლაურის შვილი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 13:04
საბერძბეთში გარდაცვლილი სოფო წიკლაურის შვილი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს

საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი სოფო წიკლაური გარდაცვლილი აღმოაჩინეს, მას ერთი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფო წიკლაური საბერძნეთში საკუთარ ერთი თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ამბობენ სოფოს მეუღლე პატიმარია.

„რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს სოფის დედაც, მას მეორე ოჯახი აქვს, ბერძენი მეუღლე ჰყავს. სხვა დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. როგორც მეუბნებიან, სოფის ძალიან უჭირდა და დახმარებას საჭიროებდა. ძალიან სამწუხარო და შემზარავი ამბავი მოხდა”, – განაცხადა ათენიდან ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა დარეჯან ღამბაშიძემ.

სოფო წიკლაური 5 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა.

წყარო: diaspora.ge

ტეგები