მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 13:18
მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ფრანგ სენატორს, პიერ-ივ კოლომბას შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მარიამ ჯაშმა ფრანგ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და ასევე, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერაში გამოიხატება.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ რამდენად მნიშვნელოვანია თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ოფისის გახსნა, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს. ფრანგი სენატორის და საფრანგეთის ელჩის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროში. ამ კუთხით, ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული ინიციატივები, რომელიც უკვე ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დონეზე. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება, ორივე მხარემ, ხელი შევუწყოთ განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას და ფრანგული სკოლის დაფუძნების კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს შევეხეთ, რომლის ფარგლებში, სასწავლო პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხები რჩება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრის დასასრულს, პიერ-ივ კოლომბამ კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთის სენატში მიიწვია.

ტეგები