„სააკაშვილმა საჯაროდ მომიბოდიშა და თავდადებული მებრძოლი მიწოდა”- ლევან ბერძენიშვილი
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 13:30
„სააკაშვილმა საჯაროდ მომიბოდიშა და თავდადებული მებრძოლი მიწოდა”- ლევან ბერძენიშვილი

პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

„სერიიდან — ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან „შნურით” მიბმული“, - წერს ლევან ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის სტატუსს მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა:

„მე გამიხარდებოდა,რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა”.

ტეგები