საფრანგეთსა და იტალიაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 15:18
საფრანგეთსა და იტალიაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთისა და იტალიის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ორი ადამიანია გარდაცვლილი საფრანგეთის სენტ-მაქსიმის მუნიციპალიტეტში. მათი ავტომობილი წყალმა გზიდან ზღვაში წაიღო. ცხედრები მყვინთავებმა იპოვეს. კიდევ ერთი ადამიანი იტალიის კუნძულ სარდიანიაზე დაიღუპა.

ძლიერი წვიმის გამო, კუნძულზე მდინარე სანტა-ლუჩიაზე გამავალი ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.
მანამდე, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ტეგები