საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე სამი ქალის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 17:00
საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე სამი ქალის ცხედარი იპოვეს

საბერძნეთში იძიებენ სამი ქალის მკვლელობის საქმეს, რომელთა ცხედრებიც მდინარე მარიცას სანაპიროზე იპოვეს. მათ დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებათ. ამის შესახებ BBC წერს.

დაღუპულები აზიური წარმოშობის არიან, - იტყობინება ბერძნული მედია.

მათი სავარაუდო ასაკებია: 15-20 წელი, 18-25 წელი და 20-30 წელი.

სავარაუდოდ, დანაშაულის მოტივი ძარცვა არაა, რადგან ერთ-ერთ დაღუპულს ოქროს სამკაულები ისევ ეკეთა. 

ტეგები