გერმანიაში მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 17:15
გერმანიაში მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩქაროსნულ მატარებელს, რომელსაც ფრანკფურტიდან კელნიში მიჰყავდა მგზავრები, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.

შემთხვევა ქალაქ Dierdorf-თან მოხდა. მატარებლიდან 510 მგზავრის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტეგები