ეპიდემიოლოგები საქართველოში წითელას ეპიდემიის ორ მიზეზს ასახელებენ
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 17:36
ეპიდემიოლოგები საქართველოში წითელას ეპიდემიის ორ მიზეზს ასახელებენ

გეგმიურ აცრებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ზიანი ინგლისელი მეცნიერის, ენდრიუ უეკფილდის ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში 1998 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ მიაყენა, სადაც უეკფილდი ამტკიცებდა, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა აუტიზმს იწვევდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ კვლევა დაფინანსებული და ყალბი იყო. Lancet-მა ბოდიში მოიხადა და სტატიაც ამოიღო. ენდრიუ უეკფილდი დიდი ბრიტანეთის ექიმთა ასოციაციიდან გარიცხეს და ექიმობა აუკრძალეს.

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება ორი მთავარი მიზეზითაა გამოწვეული: 1. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩავარდა იმუნიზაციის პროგრამა და 2. დიდი ხანია უკვე, რაც ქვეყანაში მშობელთა კატეგორიული წინააღმდეგობის გამო უმცროსი ასაკის ყველა ბავშვის აცრა ვერ ხერხდება.

2008 წელს, საქართველოში წითელა-წითურა-ყბაყურაზე 6-დან 27 წლამდე ასაკის ერთი მილიონი ადამიანის აცრა იყო დაგეგმილი, თუმცა პროგრამა ჩავარდა და მხოლოდ 500 000 ადამიანის აცრა მოხერხდა.

“ძალიან კარგი დასაწყისი იყო. პირველ დღეს 100 000 ადამიანი აიცრა, მეორე დღეს – 80 000. მესამე დღიდან კი ქართულ მედიაში აცრით გამოწვეული გართულებების შესახებ ისეთი კამპანია გაჩაღდა, რომ მეც კი შემეშინდა და ბუნებრივია, პროგრამა ჩავარდა”, – ამბობს პაატა იმნაძე

ტეგები