საბერძნეთში მოკლული ემიგრანტის ცხედრის გადმოსვენებაში ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 20:36
საბერძნეთში მოკლული ემიგრანტის ცხედრის გადმოსვენებაში ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება

ათენში 24 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით თუ ოჯახი ახალგაზრდა ქალის გადმოსვენებას მოისურვებს, სახელმწიფო მათ დაეხმარებათ:

„საელჩო და კერძოდ კონსული, აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ოჯახი ინფორმირებულია, გარდაცვლილის დედა იმყოფებოდა საელჩოში კონსულთან და ბუნებრივია, ჩვენ ყველა იმ პროცედურაში ვართ და ვიქნებით მომავალში ჩართული იმისთვის, რომ თუკი ოჯახი მოისურვებს მის გადმოსვენებას, რომ ეს მოხდეს უპრობლემოდ და რაც შეიძლება ოპერატიულად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

საბერძნეთში, ქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

ტეგები