ვარსკვლავთცვენა პრინცესა იუ­ჯი­ნის და ჯეკ ბრუკს­ბენკის სამეფო ქორწილში (ფოტო)
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2018 11:33
ვარსკვლავთცვენა პრინცესა იუ­ჯი­ნის და ჯეკ ბრუკს­ბენკის სამეფო ქორწილში (ფოტო)

დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის შვი­ლიშ­ვილ­ის, პრინცესა იუ­ჯი­ნის და ჯეკ ბრუკს­ბენკის სამეფო ქორწილის ფოტოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

პატარძალს კრის­ტო­ფერ დე ვო­სი­სა და პი­ტერ პი­ლო­ტოს მიერ შექ­მნი­ლი კაბა ეცვა.

ქორწილში დიდი ინტერესს იწვევდა იუ­ჯი­ნის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის ცო­ლე­ბის, მე­გან მარ­კლი­სა და ქეით მიდლტო­ნის გა­მო­ჩე­ნა. 37 წლის მე­გა­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში მუქი ლურ­ჯი პალ­ტო­თი მი­ვი­და, რო­მე­ლიც  ბრენდმა, „ჟი­ვენ­შიმ“ შექ­მნა. ქეით მიდლტონ­ი კი, ალექ­სან­დრ მაკ­ქუ­ი­ნის კა­ბით გა­მოჩ­ნდა.

სამეფო ქორწილში ვარსკვლავთცვენა არავის გაკვირვებია. საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეულთა შორის იყვნენ ჯეიმს ბლანტი და რობი უილიამსი ცოლებთან ერთად, რიკი მარტინი და ლივ ტაილერი ქმრებთან ერთად, მომღერალი ელი გოლდინგი, მსახიობი დემი მური და ფლორისტი ერიკ ბათერბაფი. დემის და ლივის ჩაცმულობაზე სტელა მაკარტნიმ იზრუნა.

FashionHolics Online-ს ფოტო.

ტეგები