ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის 3 შვილს თბილისში დღეს ჩამოიყვანენ
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2018 14:05
ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის 3 შვილს თბილისში დღეს ჩამოიყვანენ

საქართველოს სამ არასრულწლოვან მოქალაქეს ერაყიდან დღეს თბილისში ჩამოიყვანენ და აღსაზრდელად მშობლების სახლში, ბებია-ბაბუასთან გადაიყვანენ. ინფორმაციას "პირველ არხი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაურდნობით ავრცელებს.

საუბარია სამ მოზარდზე, რომელთა დედას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი მეუღლის გამო ერაყში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ქართულმა მხარემ ერაყის იუსტიციის სამინისტროსთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმებას მიაღწია და ბავშვებს, რომლებიც ამ დრომდე ციხეში იზრდებოდნენ, ოჯახს გადმოსცემენ.

აეროპორტში რეისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოზარდების ოჯახის წევრები და ელჩი დახვდება.
 

ტეგები