11 მიგრანტი ცოცხლად დაიწვა - საზარელი ავარია საბერძნეთში
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2018 16:14
11 მიგრანტი ცოცხლად დაიწვა - საზარელი ავარია საბერძნეთში

ჩრდილოეთ საბერძნეთში მიკროავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 11 მიგრანტი დაიღუპა.

შეჯახენბა იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 11-მა მგზავრმა ცეცხლმოკიდებული მიკროავტობუსიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და ცოცხლად დაიწვა. პოლიციამ გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. საჭიროა სასამართლო ექსპერტიზა.

მიკროავტობუსის მძღოლი საბერძნეთის მოქალაქეა.

ავარიის გამომწვევ მიზეზად მიკროავტობუსის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა სახელდება.

ტეგები