იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს - გაერო
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2018 10:47
იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს - გაერო

გაერო-ს მონაცემებით, იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს. გაერო საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ კოალიციას საჰაერო თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, საჰაერო დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება და კონფლიქტის შედეგად იემენში შესაძლოა, ბოლო 100 წელიწადში ყველაზე მასშტაბური შიმშილის ფაქტი დაფიქსირდეს.

იემენში სამოქალაქო ომი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთი საჰაერო თავდასხმებს და ბლოკადას იყენებს. კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მილიონი ადამიანი კი დევნილად იქცა.

ტეგები