ლარი მკვეთრად გაუფასურდა
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2018 17:42
ლარი მკვეთრად გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6664 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6376 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0288-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0925 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0546 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0379-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5076 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4872 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0204-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4584 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4473 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0111-ით გაუფასურდა.
 

ტეგები