ნიკოლ ფაშინიანი სავარაუდოდ ხვალ თანამდებობას დატოვებს
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2018 22:52
 ნიკოლ ფაშინიანი სავარაუდოდ ხვალ თანამდებობას დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სავარაუდოდ ხვალ გადადგება, – იუწყებიან ადგილობრივი მედიასაშუალებები.

ამ ნაბიჯით ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს.

არჩევნები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ სომხეთის პარლამენტი ახალ პრემიერს ზედიზედ ორჯერ არ აირჩევს. უკვე დადასტურდა, რომ ხვალ სომხეთის მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ფაშინიანის მოსალოდნელ გადადგომას ადასტურებს საპარლამენტო ფრაქცია „ელკ“-ის ხელმძღვანელი ლენა ნაზარიანი. დეპუტატის განცხადებით, ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური პროცესები იწყება.

ტეგები