მირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა დასრულდა
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2018 23:42
მირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა დასრულდა

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მთავარ პროკურატურაში დავით ცუხიშვილი გამოკითხეს. დავით ხუციშვილმა პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ უკომენტაროდ დატოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ.

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. 

ტეგები