მარნეულში ახალგაზრდა კაცი მატარებელმა გაიტანა
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2018 10:00
მარნეულში ახალგაზრდა კაცი მატარებელმა გაიტანა

მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა კაცს მატარებელმა გაიტანა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, ის რელსებიდან არ გადავიდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ტეგები