პრეზიდენტი პრემიერს მთავრობის საგანგებო სხდომის ​ჩანიშვნას სთხოვს
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2018 12:43
პრეზიდენტი პრემიერს მთავრობის საგანგებო სხდომის ​ჩანიშვნას სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისთვის.

ტეგები