ლატვია-საქართველოს მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სიონის ქუჩაზე გაიმართება
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2018 16:33
ლატვია-საქართველოს მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სიონის ქუჩაზე გაიმართება

ლატვია-საქართველოს საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას დიდ ეკრანზე, სიონის ქუჩა N8-ში, ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე,
დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს და მასზე დასწრება თავისუფალია. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის IV ტურის შეხვედრას დღეს, რიგაში, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.

ტეგები