იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2018 20:10
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უძღვებოდა.

სხდომის მონაწილეებმა ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაცია მოისმინეს.

წარმოდგენილი იყო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. მთავარი ცვლილება შეეხება ინფრასტრუქტურასთან, ავტორიზაციის წესთან, სკოლამდელი დაწესებულებების მონაცემების წარმოების წესთან და აღმზრდელ-პედაგოგების შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადების ვადების გადაწევას. კიდევ ერთი ცვლილება შეეხება ავტორიზაციის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების რაოდენობის განსაზღვრას.

კანონპროექტის ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება, მანამდე კი შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საბჭოს წევრები მოსაზრებებს გაცვლიან და პოზიციებს შეაჯერებენ.

სხდომის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა ნოემბრის მეორე ნახევარში გაიმართა.

2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რის საფუძველზეც საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან 2017 წელს შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭო.

საბჭოს საქმიანობის მიზანია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა და ზედამხედველობა.​

ტეგები