ნიკოლ ფაშინიანი გადადგა
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2018 20:36
ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ფაშინიანის განმარტებით, თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნები ჩატარდეს.

საპარლამენტო არჩევნებამდე ფაშინიანი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

ტეგები