ირაკლი კობახიძე - "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2018 00:31
ირაკლი კობახიძე - "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია

„ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“.

მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს გაგონება არ უნდა არაფრის, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული და ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებენ. შესაბამისად, ვერცერთ მათგანს ვერ ექნება ილუზია იმის თაობაზე, რომ მოიგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს.

„მათ ამ შემთხვევაში აქვთ ერთგვარი რევოლუციური სცენარები, რაზეც საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვაშაძე და სხვები. ამაზე გვესაუბრებოდნენ 2016, 2017 წელსაც, გვესაუბრებიან დღესაც, თუმცა ვნახეთ და დავამტკიცეთ არაერთხელ, რომ ხელისუფლება არის ხელისუფლება და ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია." - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის თითქმის ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობა აწყობს დესტრუქციას, ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ შეხვედრების ჩაშლას და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს ღიად უპირისპირდებიან. მისივე თქმით, ქართული ოცნებისთვის პრინციპულად მიუღებელია ამ დესტრუქციას იგივე მეთოდით უპასუხონ, რადგან ქართული ოცნება აწარმოებს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების მოგებასაც ამ ტიპის კამპანიით აპირებს

"დღეს რეალურად ბოლო რესურსს ხარჯავს ნაციონალური მოძრაობა, იმ ფულის ჩათვლით, რომელიც ხალხისგან აქვთ ნაშოვნი 2012 წლამდე, ეს არის ბოლო მობილიზაცია და წარუმატებლობისთვის არის განწირული“ - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გამოჩენა.

ტეგები