ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2018 14:09
ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, გ.ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და გადახურვა - 150 კვ. მ. ფართი.

ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.