იაპონიაში საკურა მოულოდნელად ოქტომბერში აყვავდა
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 11:11
იაპონიაში საკურა მოულოდნელად ოქტომბერში აყვავდა

იაპონური საკურა, რომელიც ტრადიციულად, გაზაფხულის ორი კვირის განმავლობაში ყვავის, წელს მოულოდნელად ოქტომბერში აყვავდა. მეტეოროლოგიური კომპანია Weathernews-ის ცნობით, ამ ის შესახებ 300-ზე მეტი ადამიანისგან მიიღეს შეტყობინება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საკურას უდროო დროს აყვავების მიძეზი შესაძლოა ტაიფუნების სერია გახდა, რომლებმაც ხეებს ფოთლები შემოაცალეს, უამინდობის შემდეგ კი უჩვეულოდ თბილმა ამინდებმა ხე ააყვავა,

კვირტები, რომელიც ახლა ყვავის, მომავალი წლის გაზაფხულზე აღარ აყვავდება, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ამას მომავალი წლის საკურას სეზონზე მინიმალური გავლენა ექნება.

შეგახსენებთ, იაპონიას ბოლო თვეებში რამდენიმე ტაიფუნი დაატყდა თავს, მათ შორის ტაიფუნი ჯები, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი იყო, 10 ადამიანი იმსხვერპლა და დიდი ზიანი გამოიწვია.

ტეგები