„ინფორმაცია, რომ თითქოს დაკავებულები ყიდიდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი" - პროკურატურა
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 13:14
„ინფორმაცია, რომ თითქოს დაკავებულები ყიდიდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი" - პროკურატურა

პროკურატურაში აცხადებენ, რომ "ბასიანის" და "გალერის" სპეცოპერაციებთან დაკავშირებით დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდნენ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

"ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ „ციტრამონს“ და „პარაცეტამოლს“, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ", - აცხადებენ პროკურატურაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია 12 მაისს, დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე ჩაატარა. 

წყარო: პრაიმტაიმი

 

ტეგები