შვეიცარიის კინოფესტივალზე საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით წარდგება
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 15:14
შვეიცარიის კინოფესტივალზე საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით წარდგება

წელს, შვეიცარიაში, კინოფესტივალზე Internationale Kurzfilmtage Winterthur, საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ფილმების რეტროსპექტივა 2 პროგრამაში: Recording Georgia და Impressions from Home იქნება ნაჩვენები.

ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი შემდეგ მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმებს ნახავს:

1. „აპრილის სუსხი“
2. „დადუმებულები“
3. “ლეთა“
4. „მამა“
5. „სამი საფეხური“
6. „ანასირმას სახარება“
7. “სოციუმის პატიმარი“
8. „აპოლო ჯავახეთი“
9. „ცურვა“
10. „აღმაშენებლის საქართველო“
11. „ზამთარი, რომელიც არ ყოფილა“

აღსანიშნავია, რომ რატი წითელაძის ფილმი „სოციუმის პატიმარი“ ფესტივალის საერთაშორისო კონკურსშიც იღებს მონაწილეობას.

პროგრამაში Georgian Rebels წარმოდგენილი იქნება 60-70 წლების ქართული კინო - „ალავერდობა“, „ქოლგა“, „აპრილი“.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი Internationale Kurzfilmtage Winterthur შვეიცარიაში 6-11 ნოემბერს გაიმართება.

ტეგები