გიორგი ხატიძემ და გივი მიქანაძემ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 15:56
გიორგი ხატიძემ და გივი მიქანაძემ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს

ჟენევაში გრძელდება საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეა, რომლის ფარგლებში, საპარლამენტთაშორისო კავშირისა და პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ და აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიიღეს მონაწილეობა.



შეხვედრაზე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის თემაზე იმსჯელეს. გიორგი ხატიძემ, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის ფუნქციის გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებსა და მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხს.



პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების პროცესში ძლიერი აპარატის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა; მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს გაძლიერებასა (მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების ანალიზის თვალსაზრისით) და რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვაზე.

ტეგები