თამარ ჩუგოშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 16:05
თამარ ჩუგოშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ულრიკ ტიდესტრომთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და შვედეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ულრიკ ტიდესტრომმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.

ტეგები