ქერჩის კოლეჯში თავდამსხმელის მშობლებს დააჯარიმებენ
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 16:28
ქერჩის კოლეჯში თავდამსხმელის მშობლებს დააჯარიმებენ

სტუდენტი ვლადისლავ როსლიაკოვის მშობლები 500 რუბლით დაჯარიმდებიან მშობლის ვალდებულებების არასათანადო შესრულებისთვის. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტია“ წერს.

გამოცემის ცნობით, მშობლებზე გაფორმებულია ადმინისტრაციული კანონის დარღვევა, თუმცა მას შვილის დაკრძალვის შემდეგ გადასცემენ.

17 ოქტომბერს დღისით 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ცეცხლი გახსნა ბოლოს კი თავი მოიკლა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, 74 კი დაშავდა.

ტეგები