ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 17:30
ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება. რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა უკვე დასრულებულია, რომელთა შორის ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერია.

დასასვენებელ სივრცეში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა, მოეწყო ფანჩატური და საბავშვო მოედანი, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებებიც. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 18 662 ლარი გამოიყო.

ორი სკვერის კეთილმოწყობა ასევე, დასრულდა ყიფშიძის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაგების III კორპუსის, ჭავჭავაძის N75-ის და N49-ის, ასევე ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-5 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ კი, სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, რომელსაც გამგეობის დაკვეთით, შპს „ტაო“ აწარმოებს.

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში, 15 სკვერისა და შიდა ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტების ჯამური ღირებულება 485 000 ლარია.

ტეგები