მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში - შსს-მ 18-კაციანი კრიმინალური ჯგუფი აიყვანა
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 18:12
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში - შსს-მ 18-კაციანი კრიმინალური ჯგუფი აიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა და დაახლოებით 18 კაციანი კრიმინალური ჯგუფი აიყვანა. ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური ჯგუფი თბილისიდან და რეგიონებიდან მოქალქეებს იტაცებდა და ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყავდა. მისივე ცნობით, დაკავების სპეცოპერაცია თბილისში ჩატარდა და აღმოჩენილია სპეციალური სამალავები, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფი ადამიანებს მალავდა.

შსს- ში ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.

ტეგები