„როცა დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა - კობა გვენეტაძე
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 19:35
„როცა დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა - კობა გვენეტაძე

როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს.

"როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს",- განაცხადა გვენეტაძემ.

ტეგები